Saturday, December 14, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
სინუსების თეორემა
სწავლების საფეხური
საშუალო
 საგანი
მათემატიკა,ბელა მოდებაძე
მოსწავლეთა რაოდენობა(პროფილი)
17
აქტივობის მიზნები და მისარწევი შედეგები
სამკუთხის გვერდებსა და  კუთხეებს შორის არსებული ერთ–ერთი თანაფარდობის აღმოჩენა, რაც  ტრიგონომეტრიული  ფუნქციების  გამოყენებით  ხდება;  სინუების  თეორემის  სახით  წარმოდგენილი  ამ  კანონზომიერების  გამოყენება  ზოგიერთი  საყურადღებო  პრაქტიკული  ამოცანის  ამოსახსნელად. მაგალითად,  საკმარისად  დაორებულ  ობიექტამდე  მანძილის  საპოვნელად  ან  მაღალი  ობიექტის  სიმაღლის საპოვნელად.
ეროვნული  სასწავლო  გეგმით  განსაზღვრული  მისაღწევი  შედეგი/ინდიკატორები
შედეგი თვალსაჩინოა,თუ:

1.მოსწავლე იყენებს მსჯელობადასაბუთების სხვადასხვა ხერხებს.

2.მოსწავლე წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემებს.

3.მოსწავლე ფლობს და იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხებს.

4.მოსწავლე პოულობს ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის მანძილებს.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან  ტრიგონომეტრიული თანაფარდობები  მართკუთხა  სამკუთხედში, სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთვლების წარმოება (მათ შორის ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოთვლა).სათანადო ფორმულების მეშვეობით.
თანმიმდევრობა
გონებრივი იერიშის ფორმით ვაძლევ შემდეგი სახის შეკითხვებს წინა ცოდნიდან:
 1. რა არის სინუსი
 2. რამდენი გრადუსია sin2500 ,sin4800 , sin7200 .
 3.რას ეწოდება ჩახაზული კუთხე
 4.რითი იზომება ჩახაზული კუთხე (3–4წუთი)

მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ მართკუთხა სამკუთხედის ელემენტებს შორის არსებულ თანაფარდობებს: sinA=a/c, sinB=b/c, საიდანაც ვღებულობთ: (1)  a/sinA=b/sinB=c/sinC  (აქ sinC=1)  (5–6 წთ)

მოსწავლეთა  მოტივაცია.
 (1)  ფორმულის გამოყენებით ჩვენ შევძლებთწერტილიდან საკმაოდ დაშორებული (ან მიუდგომელ) B  წერტილამდე მანძილის პოვნასთუ  ცნობილიამანძილი, A ,C, (C=900 ).  მოსწავლეები  კიდევ  ერთხელ  წარმომიდგენენ  ამ მანძილის  ფორმულას. ხომ არ შეიძლება AB  მანძილის პოვნა იმ შემთხვევაშიც, როცა ცნობილია იგივე სიდიდეები,ოღონდ  C არ უდრის 900  –. პრეზენტაცია  (7–8 წთ)

მოსწავლეთა აქტივობები.
მოსწაავლეები (ჩემი მონაწილეობით) განიხილავენ ორ შემთხვევას: ) C მახვილია) C ბლაგვია  (მესამე შემთხვევა: C=900   ზემოთ იყო განხილული). ორივე შემთხვევაში სათანადო გეომეტრიული წარმოდგენების მიხედვით მარტივად მიიღებენ:  a/sinA=b/sinB=c/sinC. ამის შემდეგ მივმართავ მოსწავლეებს, თავად ჩამოაყალიბონ (სიტყვიერად) მიღებული დებულება და აღწერონ მისი დამტკიცების სქემა.რომელიმე მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის აქტიურ ოპონირებაში ჩავრთავ მთელ კლასსამის შემდეგ მოსწავლეები თავად ამოხსნიან ამოცანას AB მანძილის პოვნის შესხებ.   (9–10 წთ)

ცოდნის გამყარება.
ცოდნის გამყარების მიზნით მოსწავლეებს დავავალებ განიხილონ ამოცანა საკმაოდ მაღალი ობიექტის სიმაღლის გაზომვის შესახებ. მისი არსი ასეთია: ვეძებთ X–, თუ ცნობილია მონაკვეთი C,   კუთხეები A, B.

 ამ ამოცანის გადაწყვეტისას  უპირატესობას ჯგუფურ მუშაობას მივანიჭებდი. (10–12 წთ).

აქტივობის შემდგომ გაფართოებას დავუკავშირებდი .."სინუსების გაფართოებული თეორემის" განხილვას_ a/sinA=b/sinB=c/sinC=2R, სადაც  R არის მოცემულ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. შევეცდები, რომ მასწავლებლის პრეზენტაციის ეს ნიმუში არ წარმოადგენდეს მონოლოგს_ მასში აქტიურად ჩავრთავდი მოსწავლეებსაც,რათა ჩემი პრეზენტაციისას, რომელიმე მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი არ დარჩეს პასიური, (10–12 წუთი)საშინაო დავალების მიცება (2–3 წუთი)
შეფასება
შეფასებისათვის ვიყენებთ შემდეგ რუბრიკებს:

1.მათემატიკური ობიექტების წარმოდგენა და ენის ფლობა.

2.მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება.

3.კავშირებისა და მიმართებების დადგენა'

4.დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

5.გამოთვლების ჩატარება.

შეფასებისათვის ვიყენებთ შეფასების ცხრილს. (1–2 წუთი)
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო  რესურსი
ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი და პროექტორდაფა, ცარცი.

ძირითადი სახელმძღვანელო: 1.  მათემატიკა XI  კლასი. ავტორები: .გოგიშვილი, .ვეფხვაძე, .მებონია, .ქურჩიშვილი.  2.გავიმეოროთ მათემატიკააბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის, ავტორები: .გოგიშვილი, .ვეფხვაძე, .მებონია, .ქურჩიშვილი.


1 comment:

  1. Seminole Hard Rock Hotel and Casino, Fort Lauderdale
    Get directions, reviews and information for Seminole 오산 출장샵 Hard 당진 출장마사지 Rock Hotel and Casino 과천 출장마사지 in Fort Lauderdale, 안산 출장샵 FL. Built 2000 in the beautiful picturesque 밀양 출장샵 town of Ocono

    ReplyDelete